პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ვერსია 1.0

გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 1 აპრილი

1. ზოგადი პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს “ჩერის ფიტნეს”-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (შემდგომში “პოლიტიკა”). ჩვენ, შპს „ჩერის ფიტნეს“ ვართ შეზღუდული პასუხისგმებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით 404619025 (შემდგომში „ჩერის ფიტნეს“ ან „ჩვენ“).

წინამდებარე პოლიტიკა გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე www.cherrysfit.com და მობილურ აპლიკაციაში „Cherrys fit” (შემდგომში „პლატფორმა“) და არის ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნებული მომსახურების წესებისა და პირობების არსებითი ნაწილი. პლატფორმის მეშვეობით ჩვენ გთავაზობთ მომსახურებებს, რომლის მისაღებად აუცილებელია პლატფორმაზე დარეგისტრირება და შესაბამის ველებში თქვენი პერსონალური მონაცემების მითითება. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვას. პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე დოკუმენტით წარმოგიდგენთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას.

2. მონაცემთა შეგროვება

ჩერის ფიტნესი აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პლატფორმის მეშვეობით თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნობრიობა

თუ თქვენ ჩერის ფიტნესს მიაწოდებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, იმისათვის რომ მიიღოთ ჩვენი მომსახურება, თქვენ პირდაპირ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ ჩერის ფიტნესმა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები მომავალში თქვენი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის, თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენი შეკითხვების დამუშავებისა და პირდაპირი მარკეტინგისთვის.

4. დამუშავების ფორმა

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, ვინახავთ და ვამუშავებთ ავტომატური საშუალებებით, კერძოდ, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო კონკრეტულად, ჩვენ შესაძლოა განვახორციელოთ ერთი ან ყველა ქვემოთ

ჩამოთვლილი ქმედება:

- შევაგროვოთ და შევინახოთ პერსონალური მონაცემები;

- დავაორგანიზოთ და ცალკეულ კატეგორიებად დავაჯგუფოთ პერსონალური მონაცემები.

5. მონაცემთა უსაფრთხოება

ჩერის ფიტნესი იყენებს ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენი უსაფრთხოების ზომებს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად. ჩერის ფიტნესი იყენებს მხოლოდ ისეთ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც იძლევიან საკმარის გარანტიას, მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციური ზომები იმგვარად, რომ დამუშავება შეესაბამებოდეს მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას. უფლებამოსილი პირები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩერის ფიტნესის დოკუმენტური მითითებების შესაბამისად.

6. მონაცემთა შენახვის ვადა

ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ჩვენ მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, ჩვენ რუტინული წესით წავშლით მონაცემებს ან შევზღუდავთ მონაცემთა დამუშავებას მოქმედი სავალდებულო ნორმების შესაბამისად.

7. Cookie ფაილების გამოყენება

ჩვენი პლატფორმა იყენებს ე.წ. cookie ფაილებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს პერსონალური ფუნქციონალი და გააანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი პლატფორმის მოხმარება. Cookie წარმოადგენს პატარა ფაილს, რომელიც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას მომხმარებლის მიერ წვდომისთვის გამოყენებული მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი და სხვა) შესახებ ამავე მოწყობილობაში. როდესაც ასეთი მოწყობილობა დაუკავშირდება ჩვენს პლატფორმას, სერვერი იღებს შესაბამის cookie ფაილს. სერვერს შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს cookie ფაილში შენახული ინფორმაცია სხვადასხვა მეთოდებით. Cookie ფაილის მეშვეობით შესაძლებელია დავიმახსოვროთ თქვენი არჩევანი, რათა ავტომატურად მოხდეს თქვენი დაშვება თქვენს მართვის პანელთან და ამგვარად მომსახურება იყოს უფრო კომფორტული მომხმარებლისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ cookie ფაილები ან განახორციელოთ მათ დეაქტივაცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. თუმცა, თუ თქვენ განახორციელებთ cookie ფაილების დეაქტივაციას, შესაძლოა ვეღარ გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმის ყველა ფუნქცია.

8. საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენს პერსონალურ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი წერილი ან მოთხოვნა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ იმეილზე [email protected], რაზეც ჩვენ გიპასუხებთ შეძლებისდაგვარად სწრაფად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

9. პირდაპირი მარკეტინგი

ჩვენი მომსახურებების, პაკეტებისა და შეთავაზებების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, ჩვენ პერიოდულად გამოგიგზავნით წერილობით შეტყობინებებს სარეგისტრაციო ფორმაში თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო მობილურის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტზე, ასევე პლატფორმაზე თქვენთვის გამოყოფილ პირად გვერდზე. მომსახურების წესებსა და პირობებზე, ასევე ამ პოლიტიკაზე ელექტორნული დათანხმებით, თქვენ გასცემთ წერილობით თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიხმოთ თქვენი თანხმობა თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, რის თაობაზეც უნდა გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მე-8 პუნქტში მითითებულ იმეილზე. ჩვენ, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას და შევწყვეტთ თქვენთან პირდაპირ მარკეტინგს. თქვენი მოთხოვნის განხილვა და დაკმაყოფილება არის უფასო და შეუზღუდავი.